პეტრ მიკისკა - ევროკომისიის ანგარიშში აისახება, რა იქნება წევრი სახელმწიფოების განზრახვა, ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უნდა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს
პეტრ მიკისკა - ევროკომისიის ანგარიშში აისახება, რა იქნება წევრი სახელმწიფოების განზრახვა, ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უნდა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს

ევროკომისიის ანგარიშში აისახება, რა იქნება წევრი სახელმწიფოების განზრახვა, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ ჟურნალისტებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უნდა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

„ვფიქრობ, სამწუხაროდ, იქნება დამატებით დისკუსიები და წევრებს შორის მეტი დაფიქრება. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები უნდა შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვნახოთ, რა შედეგი იქნება“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.