პეტერ მადიარი აცხადებს, რომ ბუდაპეშტმა „კარპატების რვიანში“ გაწევრიანების შესახებ უკრაინისგან მიწვევა მიიღო, თუმცა უარი თქვა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინის ინიციატივით შექმნილი გაერთიანება „კარპატების რვიანის“ წევრი არ არის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ბუდაპეშტმა უკრაინისგან მიწვევა მიიღო, თუმცა უარი თქვა.
„ჩვენ მიგვიწვიეს, მაგრამ საპატიო მიზეზების გამო არ წავედით. უნგრეთი ამ პროცესში არ მონაწილეობს“, – განაცხადა მადიარმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს კონკრეტული მიზეზები არ განუმარტავს.
ახალი რეგიონული გაერთიანება „კარპატების რვიანი“ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 18 სექტემბერს დააფუძნა. გაერთიანება კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.