პესკოვის თქმით, კრემლში იმედი აქვთ, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბარს არ გაასაჯაროებს
კრემლში იმედს გამოთქვამენ, რომ ვაშინგტონი ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის დეტალებს არ გაასაჯაროებს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მაშინ გააკეთა, როდესაც ჟურნალისტებმა მას დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ჰკითხეს.
პესკოვის თქმით, არ არის ნორმალური დიპლომატიური პრაქტიკა, როდესაც მსგავსი საუბრის დეტალები საჯარო ხდება და კრემლი იმედს იტოვებს, რომ რუსეთთან მიმართებაში აშშ ამ პრაქტიკას არ გამოიყენებს.