პერუში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა
პერუში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა

პერუში ორი მატარებლის შეჯახების შედეგად 31 ადამიანი დაშავდა.

ხუთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ინციდენტი მაჩუ-პიქჩუს რაიონში ადგილობრივი დროით 10 საათზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტებმა, რომელთაც მატარებლის ბილეთების შეძენა ვერ მოახერხეს, პროტესტის ნიშნად სარკინიგზო ხაზი გადაკეტეს.

შედეგად მატარებლის შემადგენლობამ სადგურის დატოვება ვერ შეძლო, მას მეორე რეისით სადგურში შესული მატარებელი შეეჯახა.