პერუში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა
პერუში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

პერუში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 4 040 ადამიანს დაუდასტურდა, რითაც საერთო შემთხვევათა რაოდენობამ 203 736 შეადგინა. ბოლო 24 საათის განმავლობაში პერუში გარდაიცვალა 167 ინფიცირებული. სულ კორონავირუსს ქვეყანაში 5 738 ადამიანი ემსხვერპლა.

ლათინური ამერიკის რეგიონში პერუ ბრაზილიის შემდეგ კორონვირუსი პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.