პერუში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 330 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 12 000 ადამიანი. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
პერუ ლათინური ამერიკის ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით, ბრაზილიის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19-“ის 3 797 შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 184 ადამიანი გარდაიცვალა.