პერუში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 6 506 ადამიანს დაუდასტურდა
პერუში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 6 506 ადამიანს დაუდასტურდა

პერუში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 6 506 ადამიანს დაუდასტურდა და გარდაიცვალა 131 ინფიცირებული. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამგვარად, პერუში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 148 285-ს მიაღწია. გარდაცვლილია სულ 4 230 ადამიანი.

ლათინურ ამერიკაში პერუ „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს ბრაზილიის შემდეგ.