პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაზრდა იგეგმება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელებისთვის სოციალური დაცვის გარანტიების გაზრდა იგეგმება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიების გაზრდა იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში შედის, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს.

კანონპროექტის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), შესაძლოა, სპეციალური წოდება მიენიჭოს.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები – მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას დაექვემდებარება.