„პერპენიანი“ საფრანგეთის „ტოპ 14“-ში დაბრუნდა
„პერპენიანი“ საფრანგეთის „ტოპ 14“-ში დაბრუნდა

„ტოპ 14“-ის შვიდგზის ჩემპიონი (1914, 1921, 1925, 1938, 1944, 1955, 2009) სარაგბო კლუბი „პერპენიანი“ ოთხ წლიანი პაუზის შემდეგ „ტოპ 14“-ს დაუბრუნდება.

„პროდ 2“ -ის პირველადგილოსანმა ტურნირის პლეიოფის მეორე წრეში „მონ დე მარსანი“ ოც ქულიანი უპირატესობით დაამარცხა (28:8) და ფინალში გავიდნენ.

ფინალურ შეხვედრაში „პერპენიანს“ გადაჭედილ სტად ერნესტ-ვალონზე „გრენობლი“ ესტუმრა. მატჩი მასპინძლების დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა, მათ მეტოქეს ორის პასუხად ხუთი ლელო დაუდეს და „ტოპ 14“-ის საგზური გაინაღდეს. საბოლოო ანგარიში 38:13.

საგულისხმოა, რომ თბილისში ჩამოსული „ფრანგი ბარბაროსების“ შემადგენლობაში „პერპენიანის“ სამი მორაგბე – ალან ბრაზო, ენზო ფორლეტა და რაფაელ კარბო ითამაშებს.

 

მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა თავი ვერ შეიკავა – ისინი ტრიბუნებიდან მოედანზე შევარდნენ და წარმატება მორაგბეებთან ერთად იზეიმეს.

„გრენობლს“ ჯერ კიდევ აქვს საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაწინაურების შანსი, თუმცა მათ ამისათვის გადათამაშებაში „ოიონას“ უნდა აჯობონ.