პერმის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 15 ადამიანია დაშავებული
პერმის სკოლაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 15 ადამიანია დაშავებული

რუსეთის ქალაქ პერმში მომხდარი ინციდენტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 15-ს შეადგენს.

ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 15 დაშავებულიდან 12 ჰოსპიტალიზებულია.

დაშავებულთა შორის არიან მეოთხე კლასის მოსწავლეები.

ამასთან სამი დაშავებულის – ორი მოზარდისა და მასწავლებლის მდგომარეობა მძიმეა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით,  პერმის 127-ე სკოლაში დანით შეიარაღებული ორი ნიღბიანი პირი შეიჭრა.

თუმცა მოგვიანებით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მოსწავლეებს შორის ჩხუბის შესახებ განაცხადა.

საგამოძიებო კომიტეტის რეგიონული სამმართველოს ცნობით, სკოლის მოსწავლეებმა ჩხუბის დროს დანები გამოიყენეს, მათი გაშველება ბავშვებმა და პედაგოგებმა სცადეს.