პენტაგონმა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა
პენტაგონმა უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა

აშშ-ის თავდაცვის უწყებამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი, 425 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის შესახებ განაცხადა.

პენტაგონის ცნობით, დახმარება Nasams-ისა და Himars-ის სისტემების რაკეტებს, საბრძოლო მასალებს, Stinger-ის რაკეტებს და „ჰაერი-მიწის“ კლასის სხვა საბრძოლო მასალებს შეიცავს, რომლებიც ამერიკული მარაგებიდან გამოიყოფა.

აღსანიშნავია, რომ 400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის გამოყოფის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა, ლოიდ ოსტინმა კიევში ვიზიტის დროს, 21 ოქტომბერს განაცხადა.