პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე პროკურორები მოსამართლეს მოუწოდებენ, დაკავებულს 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდოს
პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე პროკურორები მოსამართლეს მოუწოდებენ, დაკავებულს 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდოს.
ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, 22 წლის ჯეკ ტეიშეირას საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებაში ედება ბრალი.
ჯეკ ტეიშეირამ ბრალი აღიარა, ის ბოსტონში მოსამართლის წინაშე სასჯელის მოსასმენად გამოცხადდება.
22 წლის ჯეკ ტეიშეირა გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების IT სპეციალისტად მუშაობდა.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული საიდუმლო დოკუმენტები მოიცავს დეტალურ ინფორმაციას უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით. აღნიშნული დოკუმენტები 2023 წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფით საიდუმლოა, თუმცა მისი ავთენტურობა დადასტურებული არ არის.