პენტაგონის პრესსპიკერი - ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია
პენტაგონის პრესსპიკერი - ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია

ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა კონფლიქტი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არის შეკავებული.

კითხვაზე, რამდენად წარმატებულად იქნა შეკავებული „ჰეზბოლა“ კონფლიქტში ჩართვისგან, რაიდერი აცხადებს: „ეს იყო ჩვენი მთავრობისა და თავდაცვის დეპარტამენტის მთავარი ფოკუსი, პრევენცია, რომ ეს არ გამხდარიყო უფრო ფართო რეგიონული კონფლიქტი“.

„ჩვენ დამატებითი შესაძლებლობები განვათავსეთ რეგიონში, მათ შორის ორი ამერიკული ავიამზიდის ჯგუფი, რომელიც უზრუნველგვყოფს ფართო ვარიანტებით და შესაძლებლობებით იმ შემთხვევაში, თუ დაგვჭირდება რეაგირება მთელ რიგ გაუთვალისწინებელ გარემოებებზე. ფართო რეგიონული კონფლიქტი შეკავებულია. ჩვენ არ მივისწრაფვით ირანთან კონფლიქტისკენ. არ მივისწრაფვით რეგიონში კონფლიქტისკენ. ჩვენი ყურადღება მიმართულია მის შეკავებასა და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებაზე“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.