პენტაგონის ცნობით, თავდაცვის საკითხებზე აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციები გაიმართა
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოსთან აშშ-საქართველოს ორმხრივი კონსულტაციების გამართვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
პენტაგონის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე კონსულტაციების ამსახველი ფოტომასალა გამოქვეყნდა.
„პენტაგონი მონაწილეობდა 2020 წლის ვირტუალურ, აშშ-საქართველოს ორმხრივ კონსულტაციებში.
შესანიშნავი საუბარი შედგა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, აშშ-ის ევროპულ სარდლობასთან.
თავდაცვის დეპარტამენტი აფასებს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას“, – ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.