პენტაგონი - თურქეთი ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს
პენტაგონი - თურქეთი ავიაგამანადგურებელ ეფ-35-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

პენტაგონის ინფორმაციით, თურქეთი უახლესი ამერიკული გამანადგურებლის ეფ-35-ის წარმოების პროგრამაში მონაწილეობას არ მიიღებს. აშშ-ს სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ ამის მიზეზი ანკარას მიერ რუსეთისგან საზენიტო კომპლექს ეს-400-ის შეძენაა.

„ეფ-35-ის თანაარსებობა ეს-400-ებთან წარმოუდგენელია, რადგან რუსეთი ამ კომპლექსების გამოყენებით ეფ-35-ის შესაძლებლობებს შეისწავლის“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ 17 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა არაერთხელ გააფრთხილა თურქეთი, არ შეიძინოს რუსეთისგან საჰაერო თავდაცვითი სისტემები, თუმცა ანკარამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა.