პენტაგონი - გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, რომ ნატო-ს ყოველი კვადრატული ინჩი უსაფრთხოდ დარჩეს
ბელარუსის ვერტმფრენების მიერ პოლონეთის საზღვრის დარღვევასთან დაკავშირებით პენტაგონში აცხადებენ, რომ აშშ იმუშავებს ნატო-სთან ალიანსის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლის, პატრიკ რაიდერის განცხადებით, ვაშინგტონი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებითი ძალების განთავსებას არ გეგმავს.
„როდესაც საქმე პოლონეთის თავდაცვას ეხება, გადაგამისამართებდით პოლონეთის თავდაცვის სამინისტროსთან. კიდევ ერთხელ, ჩვენ ნატო-ს უსაფრთხოების საკითხს ძალიან სერიოზულად მივუდგებით და გავაგრძელებთ მუშაობას ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, რათა უზრუნველვყოთ, ნატო-ს ყოველი კვადრატული ინჩი უსაფრთხოდ დარჩეს“, – განაცხადა პატრიკ რაიდერმა.