პენტაგონი - აშშ უკრაინისთვის „შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის“ საშუალებების მიწოდებაზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს
პენტაგონი - აშშ უკრაინისთვის „შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის“ საშუალებების მიწოდებაზე სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს

აშშ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებს მართავს უკრაინისთვის „შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის“ საშუალებების მიწოდების საკითხზე, – ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონს პრესპსიკერმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.

ჯონ კირბის თქმით, აღნიშნულ თემაზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, გასულ კვირას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი სლოვაკეთსა და ბულგარეთში ჩავიდა, მანამდე კი ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, აშშ დისკუსიებს მართავს სლოვაკეთთან, რომ ამ უკანასკნელმა უკრაინას საბჭოთა წარმოების ეს-300-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემები მიაწოდოს.