პენიტენციური სამსახური - ორ დაწესებულებაში ჩატარებული 506 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია
ინტენსიური პისიარ ტესტირების ფარგლებში, 13 იანვარს, მეთექვსმეტე და მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ტესტირება ჩატარდა. მეთექვსმეტე დაწესებულებაში ტესტირება 234-მა, ხოლო მეთორმეტე დაწესებულებაში 272-მა პატიმარმა გაიარა და ყველა პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
როგორც პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, სხვა დაწესებულებების მსგავსად, მოცემულ დაწესებულებებშიც ტესტირება განმეორებით ორ კვირაში ჩატარდება და ამას რეგულარული ხასიათი ექნება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს პატიმრების ინტენსიურ პისიარ ტესტირებას და შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.