პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეს და ხვალ იქნება შესაძლებელი
სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებულ დაწესებულებებში მსჯავრდებულებისა და ბრალდებულებისთვის საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან დაიწყება. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
„ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება კანონით განსაზღვრული წესით მოხდება 30 და 31 დეკემბერს, 09:00-დან 18:00 საათამდე.
სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.