აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29 აპრილს დაიწყება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29 აპრილს დაიწყება

სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულებისთვის/მსჯავრდებულებისთვის, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღებას იწყებს.

„პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 29-30 აპრილის 09:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება, ხოლო პირველ მაისს, ამანათების მიღება 09:00 საათიდან 15:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს. პენიტენციური სამსახური გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს“, – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.