პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება დღეს დაიწყება
პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს დღეს და ხვალ, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაში არსებული ყველა პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულების/მსჯავდებულებისთვის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათების მიღებას უზრუნველყოფს.
„კანონით დადგენილი წესით, პენიტენციური დაწესებულებები ამანათებს 26 და 27 აგვისტოს 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. სპეციალური პენიტენციური სამსახური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ უწყებაში.