პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს
პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, კიდევ ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 36 პეკინში გამოვლინდა.
როგორც ხელისუფლება ამბობს, ვირუსი თავდაპირველად პეკინის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქის რამდენიმე უბანში სწრაფად გავრცელდა. ამის გამო ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტმა სასურსათო ბაზარი დახურა და თანამშრომლების ტესტირება დაიწყო.
ამასთან, ჩინეთში დღეს ორი იმპორტირებული შემთხვევაც დაფიქსირდა. სამი ინფიცირებული გამოვლინდა ჰუბაის პროვინციაშიც. საერთო ჯამში დღეს ჩინეთში 177 ინფიცირებულია, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ეს მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია.