პეკინში დანით შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტში მყოფ ადამიანებს თავს დაესხა
პეკინში დანით შეიარაღებული მამაკაცი სუპერმარკეტში მყოფ ადამიანებს თავს დაესხა. შედეგად ერთი ქალი გარდაიცვალა, კიდევ 12 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინციდენტი სიდანის რაიონში მოხდა. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი 35 წლის მამაკცი იყო. სამართალდამცავებმა ის დააკავეს. ამჟამად თავდამსხმელმი დაკითხვაზეა გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მამაკაცმა აღიარა, რომ განზრახ დაესხა თავს სუპერმარკეტში მყოფ მოქალაქეებს და ამით „უკმაყოფილების გამოხატვა“ სურდა. თუმცა, კონკრეტულად რას აპროტესტებს დამნაშავე უცნობია. საავადმყოფოში რჩება 3 მამაკაცი და 9 ქალი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.