პეკინში, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართა.
კიმ ჩენ ინმა და სი ძინ პინმა ერთმანეთს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაზე და კორეის ნახევარკუნძულზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით გაუზიარეს მოსაზრებები.
კიმ ჩენ ინი ჩინეთში 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება. ის პეკინს უკვე მეორედ ეწვია. რამდენიმე თვის წინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ჩინეთში მეუღლესთან ერთადაც იმყოფებოდა.