პეკინმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ჩინეთში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
როგორც მედია წერს, ვიზიტის გაუქმების მიზეზები ამ დრომდე არ დასახელებულა.
„სამწუხაროდ, ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ არის შესაძლებელი და ახლა ჩვენ უნდა ვეძებოთ ალტერნატივა“, – ნათქვამია ევროკავშირის სპიკერის, ნაბილა მასრალის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ბორელი პეკინში 10 ივლისს უნდა შეხვედროდა თავის ჩინელ კოლეგას და განეხილა სტრატეგიული საკითხები, მათ შორის ადამიანის უფლებები და რუსეთის ომი უკრაინაში.
ცნობისთვის, წელს ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა ბორელის ჩინეთში ვიზიტი გაუქმდა.