პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა აღდგა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე საგზაო მოძრაობა აღდგა

პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთაზე, ასევე, თინა იოსებიძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა სრულად აღდგენილია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მგზავრებს დადგენილი მარშრუტით ემსახურება. ჟვანიას მოედნიდან არქივის შენობამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა პეკინის N41-ში მდებარე 14-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის გამო იყო შეზღუდული“, – აცხადებენ მერიაში.