უამინდობის გამო, პეკინის საერთაშორისო აეროპორტში 650-მდე რეისი გაუქმდა
პეკინის საერთაშორისო აეროპორტში 650-მდე რეისი გაუქმდა, 129 კი დროებით გადაიდო. მიზეზი უამინდობაა.
ჩინეთის დედაქალაქში უკვე რამდენიმე დღეა წვიმა და ელჭექია. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა სხვადასხვა რაიონებში საფრთხის ყვითელი და ლურჯი დონე გამოაცხადა.
უამინდობის გამო, დედაქალაქში დახურულია 133 ტურისტული ობიექტი, მათ შორის ჩინეთის დიდი კედლის ნაწილი, ტაძრები, ატრაქციონები და ტურისტული მარშრუტები.