პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია, საბურთალოს რაიონში, პეკინის გამზირიდან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, გზის რეაბილიტაციას იწყებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პეკინის გამზირის N4-დან 26 მაისის მოედნის მიმართულებით, ბალანჩივაძის ქუჩამდე მონაკვეთში გზის კაპიტალური სამუშაოები განხორციელდება.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 8 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე, აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს გიხდით“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.