Pegasus Airlines-ი ანკარა-თბილისი-ანკარას მიმართულებით რეგულარულ ფრენებს შეასრულებს
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ ოპერირებას იწყებს.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თურქული ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, ანკარა-თბილისი-ანკარას საჰაერო ხაზზე ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, 2022 წლის 2 ნოემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, Pegasus-ს აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 19 ოქტომბერს მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ ანკარასა და თბილისს შორის ფრენები 2019-2020 წლებში ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზების“ მიერ სრულდებოდა, თუმცა კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ გაგრძელდა“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.