პაველ ჰერჩინსკი - ვმუშაობთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ მედია და ინფორმაციულ წიგნიერებას საქართველოში
ვმუშაობთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ მედია და ინფორმაციული წიგნიერებას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკიმ ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალურ კვირეულზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.
„ჩვენ ვმუშაობთ სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებთან, რათა მხარი დავუჭიროთ და ხელი შევუწყოთ მედია და ინფორმაციული წიგნიერებას საქართველოში და გავაძლიეროთ ქართველების მედეგობა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებისა და მიღების მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებით“, – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.