პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში იმყოფება, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვან მხარეებთან, ახლა ერთიანობის და ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის დროა
პაველ ჰერჩინსკი - მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრემიერი ბრიუსელში იმყოფება, ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვან მხარეებთან, ახლა ერთიანობის და ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის დროა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ახლა არის მნიშვენლოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ჰერჩინსკის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ბრიუსელში იმყოფება და მონაწილეობას იღებს „გლობალური კარიბჭის“ მნიშვნელოვან ღონისძიებაში.

„მას ასევე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა მნიშვნელოვან მხარეებთან. ცხადია, ჩვენ წინაშე მნიშვნელოვანი დღის წესრიგია და ახლა დროა ერთიანობის და ერთი მიმართულებით, ევროკავშირის მიმართულებით მუშაობის“, – განუცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს.