პაველ ჰერჩინსკი - დღეს გვაქვს „რა? სად? როდის?“ გრანდიოზული ფინალი, გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს ევროკავშირის მომავალი წევრობა
პაველ ჰერჩინსკი - დღეს გვაქვს „რა? სად? როდის?“ გრანდიოზული ფინალი, გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს ევროკავშირის მომავალი წევრობა

„ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თამაშების სერიის „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ ფინალური ტური იმართება.

ღონისძიება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ გახსნა.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მოგესალმოთ ჩვენს გრანდიოზულ „რა? სად? როდის?“ ფინალში. ეს არის ინტელექტუალური ვიქტორინა, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ვთამაშობდით. შარშან დავიწყეთ აჭარაში. ევროპული სტილის „რა? სად? როდის?“ ჩავატარეთ ყველა რაიონსა და რეგიონში, საქართველოს მასშტაბით 60-ზე მეტ მუნიციპალიტეტსა და თბილისის ათ ოლქში. ასევე ჩავატარეთ არასრულწოვანთა კოლონიაში. 600 ახალგაზრდა იყო ჩართული და 1 000-ზე მეტი გუნდი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. დღეს, ზუსტად „ევროპის დღის“ დიდი აღნიშვნის შემდეგ, რომელიც გუშინ გაიმართა, გრანდიოზული ფინალი გვაქვს. მეც შევუერთდები მონაწილეებს და გაიმარჯვებს საუკეთესო. ეს მართლაც საოცარი კონკურსია, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით. აღფრთოვანებული ვიყავი იმ ენთუზიაზმით, თავდადებითა და შეჯიბრის სულისკვეთებით, მაგრამ ასევე აღფრთოვანებული ვიყავი ძალიან ღრმა ცოდნით, რაც ახალგაზრდებს აქვთ და რაზეც ევროკავშირი დგას. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავს ჩართულობას, რათა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ახალგაზრდებს ესმით, რას ნიშნავს საქართველოს ევროკავშირის მომავალი წევრობა ყველა ქართველი მოქალაქისთვის. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ მონაწილეს, რომელიც გუშინ ევროპის დღის აღნიშვნაში იღებდა მონაწილეობას „ექსპო ჯორჯიაში“. ჩვენ 15 000 მონაწილე გვყავდა. ვნახე ხალხი მთელი თბილისის მასშტაბით, ასევე, ხალხი, რომელიც რეგიონებიდან შემოგვიერთდა ამ დღესასწაულზე. ეს იყო ოჯახური და სახალისო ღონისძიება. ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ენთუზიაზმმა, თავდადებამ და ინტერესმა, რომელიც გამოიჩინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რათა აქ, ჩვენთან ერთად ყოფილიყვნენ და აგვეღნიშნა ევროპის დღე ერთად. ასე რომ, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს დღესასწაულები არის საქართველოს კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.