„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ბათუმში გამოკითხული 77 000 რესპონდენტიდან საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას მხარს 69 პროცენტი უჭერს
„პატრიოტთა ალიანსში“ აცხადებენ, რომ ბათუმში გამოკითხული 77 000 რესპონდენტიდან საქართველოს სამხედრო მიუმხრობლობას მხარს 69 პროცენტი უჭერს

„პატრიოტთა ალიანსი“ ბათუმში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. როგორც პარტიაში აცხადებენ, 1042-მა მოხალისემ 77 000 რესპონდენტი.

პარტიის ინფორმაციით, სამხედრო მიუმხრობლობას მხარს უჭერს გამოკითხულთა 69 პროცენტი ანუ 53 130 ბათუმელი. გამოკითხულთა 75 პროცენტი ანუ 57 750 მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთთან სამშვიდობო პოლიტიკით და პირდაპირი დიალოგით სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 64 პროცენტი ანუ 49 280 რესპოდენტი მიიჩნევს, რომ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობა იყო დანაშაულებრივი რეჟიმი.

კვლევის შედეგები მედიას დღეს ორმა ინაშვილმა გააცნო.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტოტალური ტყუილის ატმოსფეროში, რომლის ორგანიზატორებიც არიან სააკაშვილები, ბოკერიები და მათი მფარველი კრამერები და ბრაიზები. ჩვენ გავაგრძელებთ საყოველთაო გამოკითხვას. შემდეგი იქნება ქალაქი ქუთაისი, შემდეგ ზუგდიდი და გაზაფხულისთვის გამოვკითხავთ თბილისს. გამოკითხვის სრულ დოკუმენტაციას გადავცემთ პარლამენტს, რათა გამოირიცხოს ყოველგვარი ინტერპრეტაციები და სპეკულაციები“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პარტიის ლიდერის განცხადებით, საყოველთაო გამოკითხვა არის სრულიად სანდო და რესპონდენტების იდენტიფიცირება, გარდა ქუჩის გამოკითხვებისა, შესაძლებელია გამოკითხვის ფურცელში დაფიქსირებული პირადი ნომრებით, მისამართებითა და ტელეფონის ნომრებით.