პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად კონსერვატორიაში კლასიკური მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს
პატრიარქის აღსაყდრების საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, კონსერვატორიის მცირე დარბაზში, კლასიკური მუსიკის კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიება სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს სომეხთა ეპარქიის ინიციატივით იმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება ქართულ-სომხური მეგობრობის ერთგვარი გამოხატულებაა. კონცერტში მონაწილეობას ევროპაში მოღვაწე ხელოვანები იღებენ, კერძოდ, მუსიკოსი ჰოვანეს ჰამბარცუმიანი, პიანისტი მამიკონ ნაჰაპეტიანი და კლარნეტისტი დიმიტრი ბოქოლიშვილი.
პროგრამის მიხედვით, მსმენელს საშუალება ექნება მოისმინოს ცნობილი სომეხი, გერმანელი, იტალიელი და ქართველი კომპოზიტორების ნამუშევრები. ღონისძიებას ხელოვანი ადამიანები, საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი ვაზგენი და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის,
ახალქალაქისა და გუმბურდოს ეპარქიის წინამძღვარი, მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი
ესწრებიან.
შეგახსენებთ, დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი გავიდა.