პატრიარქი სამებაში პრემიერთან, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მივიდა
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად მივიდა.
პრემიერი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე საპატრიარქოში იმყოფებოდნენ, სადაც პატრიარქს შობა მიულოცეს.
სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.