პატრიარქი - ჩვენს სამრევლოში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, რომელიც ტანჯულ უკრაინელ ხალხს გაეგზავნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთი გაეგზავნება.
როგორც პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 ტონაზე მეტი ტვირთი სამრევლოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდა.
„ბოლო კვირის განმავლობაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა ჩვენს სამრევლოში და გაეგზავნა ტანჯულ უკრაინელ ხალხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. პროცესი გრძელდება და დახმარება უახლოეს ხანში კვლავ გაიგზავნება“, – აღნიშნულია პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.