პატრიარქი – ჩვენს სამრევლოში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა, რომელიც ტანჯულ უკრაინელ ხალხს გაეგზავნება
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით, უკრაინელ ხალხს ჰუმანიტარული ტვირთი გაეგზავნება.
როგორც პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 ტონაზე მეტი ტვირთი სამრევლოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდა.
„ბოლო კვირის განმავლობაში 15 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება შეგროვდა ჩვენს სამრევლოში და გაეგზავნა ტანჯულ უკრაინელ ხალხს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით. პროცესი გრძელდება და დახმარება უახლოეს ხანში კვლავ გაიგზავნება“, – აღნიშნულია პატრიარქის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.
Over the course of a week, more than 15 tons of humanitarian aid was collected in our parish and sent to the suffering people of Ukraine on behalf of the Georgian Orthodox Church. The process continues and relief supplies will be sent again in the near future.
— Patriarch Ilia II (@patriarchGEO) March 12, 2022