პატრიარქი - არნოლდ გეგეჭკორის სახით მსოფლიოში აღიარებული დიდი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ინტელიგენციას
პატრიარქი - არნოლდ გეგეჭკორის სახით მსოფლიოში აღიარებული დიდი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ინტელიგენციას

ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, აკადემიკოს არნოლდ გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მწუხარებას გამოთქვამს.

„ბატონი არნოლდ გეგეჭკორის გარდაცვალება დიდი გულისტკივილია ათასობით ადამიანისთვის, ვინც მას პირადად იცნობდა, ვინც მის ლექციებსა და სატელევიზიო გამოსვლებს უსმენდა, ვინც მის წიგნებსა და ნაშრომებს ეცნობოდა.

იგი იყო მთელს სამყაროში გაცხადებული ღვთის დიდებისა და მრავალფეროვნების უშუალოდ მხილველი და განმცდელი, ბუნების ენის მცოდნე უიშვიათესი პიროვნება, რომლის სახით მსოფლიოში აღიარებული დიდი ადამიანი გამოაკლდა ჩვენს ინტელიგენციას.

აღვავლენთ ლოცვებს ბატონი არნოლდის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომადლოს მშვიდობა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც ბატონი არნოლდი გახდა, რათა მას ლოცვითა და ქველი საქმეებით  შეეწიოთ“, – ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.