ჰოლივუდელ პროდიუსერს, სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ ჰარვი ვაინშტაინს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ნიუ-იორკის შტატის სასჯელაღსრულების ოფიცერთა ასოციაციის პრეზიდენტზე, მაიკ პაუერსზე დაყრდნობით ავრცელებს.
გასულ თვეს ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური ძალადობისთვის 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუასაჯეს. ვაინშტაინი იმყოფებოდა ნიუ-იორკის შტატში ბუფალოს მახლობლად მდებარე სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, სადაც, „როიტერის“ ცნობით, 22 მარტს კორონავირუსი ორ პატიმარს დაუდასტურდა. ციხის რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში იმყოფება.