პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულ ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ
პატარკაციშვილის საქმეზე ბრალდებულ ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.

ორ ბრალდებულს, ილია გამგებელსა და დავით ქოქიაშვილს გაუფორმდათ საპროცესო შეთანხმება, რომელსაც მოსამართლე 24 ივლისის სხდომაზე დაამტკიცებს. მათ ბრალი აღიარეს.

საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ისინი 1 წელს და 6 თვეს საპტიმროში გააატარებენ, 3 წლით კი პორობითი მსჯავრი განესაზღვრებათ.

ბრალს არ აღიარებს კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან ქარდავა.

საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ცნობით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან, დაშინების მიზნით, უნდა მომხდარიყო თავდასხმა.

გამოძიების ინფორმაციითვე, ჯემალ შამათავამ ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას და სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელი ხელმძღვანელის წინააღმდეგ დაიგეგმა უკანონო ქმედებები, რომლის განხორციელებაშიც, გამოძიების მტკიცებით, აქტიურად მონაწილეობდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები – ლევან ქარდავა, დავით ქოქიაშვილი და ილია გამგებელი.

ურეკის პოლიციის განყოფილების ყოფილი უფროსის, ჯემალ შამათავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაკავებულმა კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა, ილია გამგებელმა და დავით ქოქიაშვილმა მოსამართლის წინაშე ბრალი აღიარეს.

საქმეზე განაჩენი 24 ივლისს გამოცხადდება.