პასკალ მენიე - იმედი მაქვს, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება
პასკალ მენიე - იმედი მაქვს, საარჩევნო პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იქნება

საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანაში სიმშვიდე შენარჩუნდება და საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება.

ამის შესახებ პასკალ მენიემ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით განაცხადა.

„დიდი ინტერესით ვაკვირდებით, რაც ხდება საქართველოში. დიდი იმედი მაქვს, სტაბილურობა და სიმშვიდე შენარჩუნდება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი. ორი კანდიდატია და არჩევანი ამომრჩეველზეა“, – განაცხადა ელჩმა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში 28 ნოემბერს გაიმართება.