პარტიამ „თეთრები“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო
პარტიამ „თეთრები“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

პარტიამ „თეთრები“ დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

თემურ შაშიაშვილი დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ კიდევ ერთხელ აირჩიეს.

თემურ შაშიაშვილის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სია მეცნიერთა მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით შედგება. მთავარი პრიორიტეტები კი, საქართველოს დამოუკიდებლობა, ტერიტორიული მთლიანობა და ქართული ეროვნული ცნობიერებაა.

„დღეს თემურ შაშიაშვილი ბიბლიაზე ხელის დადებით გეუბნებათ, მეცნიერებს და ჩვენი ქვეყნის მოღვაწეებს, მე მზად ვარ, თავშეწირვისთვის. მზად ვარ, რომ ქვეყანას დავუდგე სამსახურში. არ ვიყო არავის მონა. მხოლოდ და მხოლოდ ვემსახურო ქართველ ხალხს, საქართველოს და მის მომავალს. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დავით აღმაშენებლის პრინციპით, ღირსება დავუბრუნოთ ხალხს“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.