თემურ შაშიაშვილი ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდა
თემურ შაშიაშვილი ოზურგეთში ამომრჩევლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამომრჩევლებს დღეს ოზურგეთში შეხვდა. შაშიაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

თემურ შაშიაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობაზე და ქვეყანაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და ადგილობრივებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ფონია. ხელისუფლება არ ზრუნავს მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა თემურ შაშიაშვილმა.

შაშიაშვილი, პრეზიდენტობის შემთხვევაში, ოზურგეთს რიგი პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.