პარტიამ „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“ იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი პარტიის მთავარ პრინციპად საზოგადოებისთვის ღირსეული კანდიდატების წარდგენას ასახელებენ.
საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს; საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე; ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე; რაც შეეხება სამტრედიას, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა.
პარტიის გენერალურმა მდივანმა, მარიამ ჯაშმა პარლამენტის გადატანაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.