პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ პარლამენტთან აქცია გამართა
„არა სასამართლოს ოკუპაციას“, – ამ სახელწოდებით პარტია „სამართლიანობისთვის“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ პარლამენტთან აქცია გამართა.
აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ არჩევის პროცესს აპროტესტებენ და სამართლიანობის აღდგენას პირველ რიგში სასამართლო სისტემაში მოითხოვენ.
„როგორც მოქალაქე და პარტია „სამართლიანობისთვის“ წევრი სასამართლოს ოკუპაციას ვაპროტესტებ. ვაპროტესტებთ სასამართლო სისტემას, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და ვცდილობთ, რომ პირველ რიგში, სამართლიანობის აღდგენა სასამართლოდან დავიწყოთ. თუ სასამართლოში არ იქნება სამართალი დაცული, შეუძლებელია, დანარჩენ სისტემებში სამართლიანობა აღდგეს. პარტია „სამართლიანობისთვის“ ვიბრძვით იმისთვის, რომ სამართალი სასმართლომ მოიპოვოს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სულხან მარჯანიშვილმა.