პარტია „ევროპული საქართველოს“ ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ არც ერთი პარტიის აქტივისტები არ არიან, „ევროპული საქართველოს“ წევრ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის აჟღერებას აპროტესტებდნენ. ისინი ელენე ხოშტარიასგან ბოდიშს და მანდატის დატოვებას ითხოვდნენ.
ადგილზე იმყოფებოდნენ ელენე ხოშტარიას მხარდამჭერებიც, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილიც.
საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ელენე ხოშტარიას მხარდამჭერებს შორის რამდენჯერმე შელაპარაკებაც მოხდა. როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, ხოშტარიას წინააღმდეგ აქციები მომავალშიც გაიმართება.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები.