პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი 28 აპრილს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს
პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი 28 აპრილს სპეციალურ განცხადებას გააკეთებს, – ამის შესახებ ინფორმაციას News.am ავრცელებს.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაგიკ წარუკიანთან შეხვედრა შედგა. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ წარუკიანის პარტია და „დაშნაკცუთიუნი“ 1-ელ მაისამდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის დაუჭირონ მხარი 1-ელ მაისს დაგეგმილ პრემიერ-მინისტრის არჩევნებში.
1-ელ მაისს სომხეთის პარლამენტის საგანგებო სხდომაა ჩანიშნული, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აირჩევენ.