საქართველოს პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.
„მოვუწოდებ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას, რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
პარლამენტთან ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ. მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.