პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა

22:09, 20.06.2019

საქართველოს პარლამენტთან შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა.

„მოვუწოდებ, ერთმნიშვნელოვნად დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას, რაც აქ ხდება, ამას ჰქვია სახელმწიფო ინსტიტუტების შტურმი“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პარლამენტთან ამ დროისთვის ვითარება დაძაბულია. აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას ცდილობენ. მობილიზებულია პოლიცია და სპეციალური დანიშნულების რაზმი.

 

მსგავსი