რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქცია გრძელდება. მოქალაქეები აპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა ცოტა ხნის წინ მესამე მოსმენით მიიღო.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები პროტესტის ნიშნად პარლამენტთან განთავსებულ რკინის ღობეებს ხელებს და სხვადასხვა საგნებს ურტყამენ.
პარლამენტთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.